სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 9.00 - 18.0
უსაფრთხოების ექსპერტი
1994 წლიდან!

ATG MaxiFlex® Ultimate 42-874 ხელთათმანები

აღწერა
მახასიათებლები
უპირატესობები
კოდი  42-874
(ხმები: 1)
100% მომხმარებელს მოეწონა ეს პროდუქტი! 3.3
ATG MaxiFlex® Ultimate 42-874 ხელთათმანები - ფოტო 1

ATG MaxiFlex® Ultimate 42-874 ხელთათმანები

მარაგში
12 ლარი დღგ-ით
აირჩიეთ ზომა
დამცავი თვისებები
ზომა
5 - 11
პროდუქტის აღწერა
მახასიათებლები
უპირატესობები

პროდუქტის აღწერა

expand_less expand_more

MaxiFlex® Ultimate 42-874 სპეციალურად შექმნილია მშრალ გარემოში სამუშაოდ. ხელთათმანები ხელზე „მეორე კანივით“ ჯდება და უზრუნველყოფს დეტალების საიმედო მოჭიდებას. მაღალი ჰაერგამტარობა ხელის კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს და ზრდის კომფორტს ხანგრძლივი მუშაობის დროს.
დამცავი ხელთათმანები MaxiFlex® Ultimate 42-874 გამოირჩევა მაღალი საექსპლუატაციო მახასიათებლებით, გამძლეობითა და ეკოლოგიურობით.
კომფორტული და ერგონომიული ფორმა საშუალებას გაძლევთ შეასრულოთ სამუშაოები, რომლებიც განსაკუთრებულ სიზუსტეს მოითხოვს.
ხელისგული და თითების შიდა მხარე დაფარულია დამცავი საფარით. ხელთათმანების მოხსნის გარეშე შესაძლებელია სმარტფონისა და სხვა სენსორული ეკრანების გამოყენება.

მოდელის მახასიათებლები
  • უნაკერო ნაქსოვი ხელთათმანები, ხელისგულისა და თითების შიდა მხარეს GRIPtech® ნიტრილის მიკროქაფის საფარით;
  • ძირითადი მასალა — ნეილონი;
  • AD-APT® by ATG® ტექნოლოგია — ხელს უწყობს ხელთათმანის შიგნით ხელების გაგრილებას;
  • AIRtech® ტექნოლოგია უზრუნველყოფს სრულ 360° ჰაერგამტარობას;
  • ხელთათმანის სისქე ხელისგულის არეში — 1,00 მმ;
  • ელასტიური ნაქსოვი მანჟეტი;
  • არ შეიცავს სილიკონს;
  • touch.pngთავსებადია სენსორულ ეკრანებთან;
  • EN388.png EN 388: 4.1.3.1.A
 airtech_2018_1.png
    AIRtech® ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ ხელთათმანები უფრო ხანგრძლივად და მაქსიმალური კომფორტით გამოიყენოთ.
დაპატენტებული ნიტრილის მიკროქაფის საფარის წყალობით მიღწეულია სრული 360° ჰაერგამტარობა დამცავი თვისებების შემცირების გარეშე.

ad-apt_blue_LR.png
MaxiFlex® სერიის ხელთათმანები კიდევ უფრო კომფორტული გახდა AD-APT® by ATG® ტექნოლოგიის გამოყენებით.
ტექნოლოგია AD-APT® აქტიურდება ხელების მოძრაობისა და ხელთათმანის შიგნით ტემპერატურის მატებისას. შედეგად გამოიყოფა ბუნებრივი გამაგრილებელი კომპონენტი, რომელიც ხელს უწყობს ხელების სიმშრალისა და სიგრილის შენარჩუნებას.

ამ მოდელისთვის დასაშვებია უსაფრთხო რეცხვა შემდეგი პირობების დაცვით:
  • გამოიყენეთ ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო საპონი ან სარეცხი ფხვნილი (ქიმწმენდა დაუშვებელია!);
  • გარეცხეთ თბილ წყალში, არაუმეტეს 40°C ტემპერატურაზე;
  • რეცხვის ხანგრძლივობა – 30 წუთი;
  • გაავლეთ ცივ წყალში;
  • ძლიერი დაბინძურების შემთხვევაში ხელთათმანები კიდევ ერთხელ გარეცხეთ და გაავლეთ ცივ წყალში (რეცხვის მე-2 ციკლი).
ხელთათმანები ტესტირებული და სერტიფიცირებულია უსაფრთხო რეცხვის 3 ციკლისთვის, ზემოთ მითითებული პროცედურის შესაბამისად.

   ექსპლუატაციისა და რეცხვის პროცესში სამუშაო მახასიათებლები თანდათან მცირდება, ამიტომ შემდგომ გამოყენებამდე რეკომენდებულია შემოწმდეს, შეინარჩუნა თუ არა ხელთათმანმა თავისი დამცავი თვისებები.
გამოყენება
სამუშაო ხელთათმანები MaxiFlex® Ultimate 42-874 სპეციალურად შექმნილია მექანიკოსებისა და სხვა სპეციალისტებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მოწყობილობების, ავტომობილის დეტალებისა და საავიაციო მექანიზმების აწყობასა და ტექნიკურ მომსახურებასთან, ასევე ლითონის, პლასტმასის, რეზინისა და ტექსტილის ელემენტების წარმოებასთან.
ხელთათმანები ასევე ეფექტურია მცირე ზომის ხელსაწყოებსა და კომპონენტებთან მუშაობისას, სამთო-მოპოვებით და ნავთობისა და გაზის მრეწველობაში, აეროკოსმოსურ და თავდაცვის სფეროებში.
ისინი უზრუნველყოფს საიმედო მოჭიდებას, მოძრაობის სიზუსტეს, ხელების დაცვასა და კომფორტს პროდუქციის ტრანსპორტირების, დატვირთვისა და გადმოტვირთვის დროს.
ხელთათმანები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს აქტიური დასვენების, ტურიზმისა და კლდეზე ცოცვის დროს, აგრეთვე ბაღისა და ბოსტნის სამუშაოებისთვის.

მახასიათებლები

expand_less expand_more
ტიპი
ხელთათმანები
კოლექცია
MaxiFlex
მარკირება
4.1.3.1.A (EN 388)
ხელთათმანის მასალა
ნეილონი
ხელთათმანის საფარის მასალა
ნიტრილის მიკროქაფი
მანჟეტი
ნაქსოვი
დამცავი თვისებები
დაცვა მექანიკური მოქმედებებისგან
ხელთათმნის სიგრძე
22,5 სმ (10 ზომა )
ზომა
5 - 11
ფერი
ნაცრისფერი
შეფუთვა
1 წყვილი შეფუთვის გარეშე; 12 წყვილი / პაკეტი; 144 წყვილი / ყუთი
შეესაბამება სტანდარტს
EN 420; EN 388
ბრენდი
ATG
ქვეყანა მწარმოებელი
შრი-ლანკა

უპირატესობები

expand_less expand_more
airtech_2018_1.png
360° ჰაერგამტარობა  
AIRtech® ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ ხელთათმანები უფრო ხანგრძლივად და მეტი კომფორტით გამოიყენოთ.
დაპატენტებული ნიტრილის მიკროქაფის საფარის მეშვეობით მიღწეულია სრული 360° ჰაერგამტარობა დამცავი თვისებების შემცირების გარეშე.

ad-apt_blue_LR.png
ტემპერატურასთან ადაპტაცია
AD-APT® ტექნოლოგია აქტიურდება ხელების მოძრაობისა და ხელთათმანის შიგნით ტემპერატურის მატებისას. შედეგად გამოიყოფა ბუნებრივი გამაგრილებელი კომპონენტი, რომელიც ხელს უწყობს ხელების სიმშრალისა და სიგრილის შენარჩუნებას.

ergotech_2018_1.png
ხელების დაღლილობის შემცირება
ERGOtech® ტექნოლოგია შემუშავებულია და ინტეგრირებულია ATG-ის ხელთათმანებში ხელის ბუნებრივი ფორმის გათვალისწინებით.
ხელთათმანების ანატომიური ფორმა ქმნის „მეორე კანის“ შეგრძნებას და უზრუნველყოფს განსაკუთრებულ მოქნილობას, მოძრაობის სიზუსტესა და მაღალ ტაქტილურ მგრძნობელობას.

griptech_2018_1.png
მუშაობის ეფექტურობის გაზრდა
მოცურების საწინააღმდეგო საფარი „მიკროშეწოვის“ ეფექტით უზრუნველყოფს კონტროლირებად და მყარ მოჭიდებას.
მოცურების საწინააღმდეგო ტექნოლოგია გამოყენებულია მხოლოდ იქ, სადაც ის ნამდვილად საჭიროა — ხელისგულის არეში, რათა არ შემცირდეს ხელთათმანის მოქნილობა.
GRIPtech® ამცირებს ხელების დაღლას და ზრდის მუშაობის უსაფრთხოებას.

duratech_2018_1.png
ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა
DURAtech® — ტექნოლოგიაა, რომელიც ხელს უწყობს ხელთათმანების ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებას. გამძლე ხელთათმანების გამოყენება ეკონომიკურად უფრო ეფექტურია, თუმცა საქმე მხოლოდ ცვეთისადმი მდგრადობას არ ეხება.
ATG-ის ხელთათმანები შექმნილია რეცხვის შესაძლებლობის გათვალისწინებით, რაც საშუალებას იძლევა მაქსიმალურად გამოიყენოთ მათი გამძლეობის პოტენციალი.

handcare_cmyk_2020.png
გარანტირებული სისუფთავე
ATG®-ის ყველა პროდუქციისთვის გამონაკლისის გარეშე გამოიყენება HandCare® პროგრამა.
ყველა ხელთათმანი დერმატოლოგიურად ტესტირებულია Skin Health Alliance-ის მიერ და შეფუთვამდე გარეცხილია, რაც Oeko-Tex® სერტიფიკაციის შესაბამისად უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო გამოყენებას შეფუთვიდან ამოღებისთანავე.
წარმოების პროცესში განსაკუთრებით საშიში ნივთიერებები არ გამოიყენება.
შეიძინეთ ამ პროდუქტთან ერთად
6-008 ლატექსის ხელთათმანები Barier®  Extra
კოდი  6-008
მარაგში
ფასი: საწყისი 4.00 gel დღგ-ით
5-023 ჭრის დამცავი ხელთათმანები
კოდი  5-023
მარაგში
ფასი: საწყისი 8.00 gel დღგ-ით
ATG MaxiFlex® Ultimate 42-874 ხელთათმანები
კოდი  42-874
მარაგში
ფასი: საწყისი 12.00 gel დღგ-ით
6-026 ნიტრილის ხელთათმანები Naftovik®
კოდი  6-026
მარაგში
ფასი: საწყისი 6.00 gel დღგ-ით
5-027 პოლიურეთანი დაფარული PE ხელთათმანები
კოდი  5-027
მარაგში
ფასი: საწყისი 14.00 gel დღგ-ით
6-008 ლატექსის ხელთათმანები Barier®  Extra
კოდი  6-008
მარაგში
ფასი: საწყისი 4.00 gel დღგ-ით
5-023 ჭრის დამცავი ხელთათმანები
კოდი  5-023
მარაგში
ფასი: საწყისი 8.00 gel დღგ-ით
ATG MaxiFlex® Ultimate 42-874 ხელთათმანები
კოდი  42-874
მარაგში
ფასი: საწყისი 12.00 gel დღგ-ით
6-026 ნიტრილის ხელთათმანები Naftovik®
კოდი  6-026
მარაგში
ფასი: საწყისი 6.00 gel დღგ-ით
5-027 პოლიურეთანი დაფარული PE ხელთათმანები
კოდი  5-027
მარაგში
ფასი: საწყისი 14.00 gel დღგ-ით
ჩვენ ვმუშაობთ ბრენდებთან
x
OK